რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეწვია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Erasmus + Global Mobility Meeting-ის ფარგლებში.

02, მაისი 2023

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეწვია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Erasmus + Global Mobility Meeting-ის ფარგლებში.

ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლებმა: ბ-ნმა ოლი ნურმიმ - გუნდის ლიდერმა, ბ-ნ სვენ კლიმენტმა - სამაგიდო ოფიცერმა და გლობალური განვითარების მენეჯერმა - როზეანა ავენტომ განიხილეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების განვითარების სტრატეგია.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების გაუმჯობესების ძირითად მიმართულებებს და ფინეთის მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტუმართმოყვარეობისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.