პროექტის „ვიაროთ ერთად / Step Together” ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.
შეხვედრის მონაწილეებს საპროექტო გუნდმა გააცნო პროექტის მიზანი, ამოცანები, დაგეგმილი აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები. ამასთან ერთად უცხოელმა სტუდენტებმა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომლებსაც ადგილობრივ დონეზე აწყდებიან.
პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა წახალისება/ჩართვა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა ინტეგრაციის საკითხებზე აქტიურ მუშაობაში, ასევე საქართველოში მყოფ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.