რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მალაგას უნივერსიტეტს შორს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

18, მაისი 2023

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მალაგას უნივერსიტეტს შორს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

პარტნიორობის ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მიზნად ისახავენ სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, საერთაშორისო კონფერენციების, ერთობლივი სიმპოზიუმებისა და აქტივობების დაგეგმვას.

მხარეები შეთანხმდნენ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებასა და პარტნიორული ურთიერთობის სხვადასხვა პერსპექტივაზე.

დასავლეთ ევროპაში, კერძოდ კი ესპანეთში, გაფართოების არეალის მაჩვენებლის ზრდა, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.