რეგისტრაცია

იარენ დალიანი, მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, გააგრძელებს სწავლას აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში

04, სექტემბერი 2023

იარენ დალიანი, მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, გააგრძელებს სწავლას აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კვების ფაკულტეტზე Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

გლობალური თანამშრომლობა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს, გაიმდიდრონ ცოდნა საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილებით.

ვინაიდან ფინეთის საგანმანათლებლო სისტემა არის საუკეთესო მოდელი ევროპაში, რომელიც გულისხმობს სწავლების მაღალ ხარისხს და კომპეტენციის ამაღლების სხვადასხვა ვარიაციებს, მოხარული ვართ, რომ ჩვენს სტუდენტს ექნება საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.