რეგისტრაცია

გაფორმდა ხელშეკრულება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რომის საპიენცას უნივერსიტეტს შორის

05, სექტემბერი 2023

გვსურს გაცნობოთ, რომ გაფორმდა ხელშეკრულება ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რომის საპიენცას უნივერსიტეტს შორის, რომელიც მოგეხსენებათ, 1303 წელს დაარსდა შუაგულ ევროპაში, იტალიის დასავლეთ ნაწილში - რენესანსის პერიოდის კვალდაკვალ.
ვამაყობთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი საგარეო პოლიტიკური ხაზი დაკავშირებულია განათლების უძველეს კერებთან ურთიერთობის გაღრმავებასთან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა და ხარისხის ამაღლების პერსპექტივა დასავლურ ღირებულებებისა თუ ფასეულობების მქონე განათლების სისტემის ფარგლებში, რაც ამ ინსტიტუციის მთავარი ქვაკუთხედია.