რეგისტრაცია

გაფორმდა ხელშეკრულება BAU Batumi International University და AMopportunities შორის, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში.

14, სექტემბერი 2023

გვსურს გაცნობოთ, რომ გაფორმდა ხელშეკრულება BAU Batumi International University და AMopportunities შორის, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში. 


ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება გააფართოვონ თავიანთი ჰორიზონტი, უკეთ შეიმეცნონ განსხვავებული საგანმანათლებლო მიდგომები და განავითარონ გლობალური პერსპექტივა, კარიერული პროგრესის ფარგლებში. 


გლობალიზაციის ეპოქაში, აშშ-სთან თანამშრომლობა გთავაზობთ კარიბჭეს შეუზღუდავი შესაძლებლობებისკენ, განათლების, კვლევისა და კულტურული წიაღსვლების მიმართულებით.

ეს პარტნიორობა ბენეფიტურია არა მხოლოდ მონაწილე ინსტიტუტებს შორის, არამედ ხელს უწყობს მულტიკულტურალიზმს გლობალურ დონეზე. თანამშრომლობის სულისკვეთება კი არის ინვესტიცია უფრო ნათელ, ურთიერთდაკავშირებული მომავლის გარშემო.