რეგისტრაცია

იაპონიის დღეები 2024

08, მარტი 2024

7 მარტს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ივენთი - Japanese Days 2024.

შეხვედრას დაესწრო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, რომელმაც საჯარო შეხვედრა სიტყვით გამოსვლით გახსნა. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიის ორმხრივ ურთიერთობებს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სტაფის საერთაშორისო მობილობაში ჩართვის პერსპექტივებს შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით.

გარდა ამისა, შეხვედრას ესწრებოდა იაპონიის კულტურისა და ენის ცენტრი, რომლის ორგანიზებით კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხე მოეწყო: იაპონიის ტრადიციული სამოსის დემონსტრაცია, იაპონური ჩაის სპეციფიკა, ანიმე კულტურის თავისებურებები და იაპონური ხელწერის მასტერკლასი - ჰირაკანა და ჰატაკანა. ჩვენი უნივერსიტეტის საგარეო ხაზი - იაპონიას ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ერთგვარი ქვაკუთხედი იქნება მომავალი მსგავსი აქტივობებისთვის