რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აცხადებს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების კონკურსს.

29, აპრილი 2024

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის აცხადებს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი  პროექტების კონკურსს.
 
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ჯგუფის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი.
საპროექტო წინადადების წარდგენა შეუძლია მე-6 კურსის 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფს.
 
პროექტი წარდგენილი უნდა იქნას სპეციალური ფორმით.   (დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში 1).
  
პროექტის  მიმართულებებისა და ხელმძღვანელების ჩამონათვალი იხილეთ დანართში 2 .
 
ჯგუფი უფლებამოსილია საპროექტო წინადადება წარმოადგინოს სხვა მიმართულებითაც, შესაბამისი ხელმძღვანელის მითითებით.  ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას პროექტის უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელების შესაძლებლობა.
 
კვლევითი-საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა 3 თვე;  კვლევითი-საგრანტო პროექტისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს.  
 
 დანართების სახით პროექტის სააპლიკაციო ფორმას  თან უნდა ერთვოდეს  აპლიკანტის,  ხელმძღვანელის და მონაწილეთა CV-ები და ბიუჯეტი (იხილეთ დანართში 3)..
 
პროექტის წარდგენის ბოლო ვადა არის  13 მაისი.