მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა მისაღები კვოტა გაორმაგდა
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბოლო 10 წელია ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და გაუმჯობესებას ჯანდაცვის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, სიამაყით ვაცხადებთ წლევანდელ გაზრდილ კვოტას, რომელიც უდიდესი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ გავაგრძელოთ ეფექტური განათლების მიღებისა და მუდმივი თვითგანვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა.