რეგისტრაცია

კორეის დღე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

16, მაისი 2024

15 მაისს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ღონისძიება - "East Meets West - Korean Days 2024".
შეხვედრას დაესწრო კორეის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - ბატონი კიმ ტონგ ოპი, რომელმაც საჯარო შეხვედრა სიტყვით გამოსვლით გახსნა. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო საქართველო-კორეის ორმხრივ ურთიერთობებს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების საერთაშორისო მობილობაში ჩართვის პერსპექტივებს შორეული აღმოსავლეთის მიმართულებით.

ასევე, შეხვედრას ესწრებოდა კორეის კულტურისა და ენის ცენტრი, რომლის ორგანიზებით კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხე მოეწყო: კორეის ტრადიციული სამოსის დემონსტრაცია და კორეული ხელწერის მასტერკლასი.

ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხრეთ კორეის ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორობის მნიშნველობას