რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

07, აგვისტო 2024

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს გლობალური თანამშრომლობის, ჯანდაცვის მეცნიერებებისა და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში.

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ქმნის ქსელს, რომელიც ორ ქვეყანას  აკავშირებს საერთო გლობალური მიზნების განსახორციელებლად და აგრეთვე, ხელს უწყობს ინსტიტუციური ღირებულებების დანერგვას. ქართულ-კორეულ ორმხრივ ურთიერთობებს განათლების და მეცნიერების სფეროში აქვს დადებითი გავლენა/ეფექტი რეგიონთშორისი კავშირების გაძლიერების, მედიცინის სფეროში ინოვაციების ხელშეწყობის და სტუდენტთა, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის კონტექსტში.