20 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდის ორგანიზებითა და ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გაიმართება შეხვედრა „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები“ მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში.
შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები, საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები და სტუდენტები/კურსდამთავრებულები, განიხილება ჯანდაცვის შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგები და გაიმართება დიალოგი დაინტერესებულ მხარეებს შორის პრიორიტეტული ინტერვენციებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 20 სექტემბერი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3XDRryZ