რეგისტრაცია

„შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები.“

23, სექტემბერი 2024

20 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები.“ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევის შედეგების განხილვა და ამ საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, შესაბამისი სფეროს ექსპერტები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სტუდენტები.

განხილული თემები მოიცავდა დეფიციტურ უნარებს, დასაქმების შესაძლებლობებს და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზებას. ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა დისკუსიისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობას.