რეგისტრაცია

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა - სტუდენტური მობილობა რუმინეთში

10, ოქტომბერი 2024

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობას რუმინეთში, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ უნივერსიტეტში "ვასილე გოლდისი" არადში. კონკურსი ღიაა II, III, IV და V კურსის სტუდენტებისთვის.

 

  • მობილობის პერიოდი: საგაზაფხულო სემესტრი
  • სასწავლო პროგრამა: მედიცინა
  • მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი)
  • კონკურსის კვოტა: ორი სტუდენტი

ფინანსური მხარდაჭერა:
• სრული დაფინანსება: ყოველთვიური სტიპენდიები და მგზავრობის ხარჯები
• უფასო სწავლა

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:
• Europass CV
• შეფასების ფურცელი GPA-ით
• მოტივაციური წერილი
• პასპორტის ასლი
• სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

კონკურსის ეტაპები:

  1. დოკუმენტების მიღება: 2024 წლის 10 ოქტომბერი – 2024 წლის 25 ოქტომბერი
  2. ინტერვიუ - 2024 წლის 30 ოქტომბერი
  3. ნომინაცია BAU Batumi საერთაშორისო უნივერსიტეტის მხრიდან
  4. სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ – დასავლეთ უნივერსიტეტი "ვასილე გოლდისი" არადში

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge

იხილეთ ინფორმაციის ფურცელი