რეგისტრაცია

კიდევ ერთი შესაძლებლობა BAU ბათუმის სტუდენტებისთვის!

16, ოქტომბერი 2024

მოხარულები ვართ, გაცნობოთ განსაკუთრებული შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ჩვენი პარტნიორი AMOpportunities გთავაზობთ. მათ მიერ ჩატარდება კლინიკური როტაციის გათამაშება, სადაც სამ გამარჯვებულს ექნება საშუალება, უფასოდ მიიღოს კლინიკური გამოცდილება აშშ-ში.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

  1. შექმენით AMO-ს ანგარიში.
  2. დაწერეთ 300-სიტყვიანი თხზულება თქვენი სამედიცინო განათლების გზის შესახებ.
  3. დაურთეთ შესაბამისი ფოტო, რომელიც უკეთ წარმოაჩენს თქვენს ისტორიას.

გათამაშება გაიმართება 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ხოლო გამარჯვებულები გამოცხადდებიან 30 ნოემბერს. არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან! გადადით ბმულზე, რომ მიიღოთ მონაწილეობა. 

გისურვებთ წარმატებებს.