18 ოქტომბერს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის." ღონისძიებაზე ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარადგინა ინოვაციური აქტივობები, როგორიცაა ზღვაში მიღებულ ტრავმაზე ნაკერის დადება, სქესობრივად გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა მიკროსკოპით, დამხრჩვალის გადარჩენის მასტერკლასი BSL მანეკენზე და კითხვებისა და პასუხების ინტელექტუალური აქტივობა.