რეგისტრაცია

კლინიკური პრაქტიკის კონკურსსი ჩეხეთის რესპუბლიკაში

23, ოქტომბერი 2024

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი  აცხადებს კონკურსს III, IV, V და VI კურსის სტუდენტებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში, დასავლეთ ბოჰემიის უნივერსიტეტსა და ოსტრავას უნივერსიტეტში კლინიკური პრაქტიკის კონკურსს. 

მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

მობილობის ხანგრძლივობა: ერთი თვე

კვოტა: ოთხი სტუდენტი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული აპლიკაციის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

საჭირო დოკუმენტები:

  • პასპორტის ასლი
  • სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • Europass CV
  • მოტივაციური წერილი
  • აკადემიური ჩანაწერის ტრანსკრიპტი GPA-ით
  • პორტფოლიო

კონკურსის ეტაპები:

  1. დოკუმენტების მიღება: 2024 წლის 23 ოქტომბერი – 10 ნოემბერი
  2. კომისიასთან გასაუბრება: 2024 წლის 12 ნოემბერი
  3. ნომინაცია გამომგზავნი დაწესებულების მიერ - BAU საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმი
  4. სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ

BAU საერთაშორისო უნივერსიტეტი ბათუმი ნომინირებულ სტუდენტებს გამოყოფს 500 ევროს თანხას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: international.relations@bauinternational.edu.ge