რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური მობილობის კონკურსს პოლონეთში

18, ნოემბერი 2024

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტური მობილობის კონკურსს პოლონეთში, ჟეშუვის უნივერსიტეტში (University of Rzeszów), Erasmus + პროგრამის ფარგლებში. კონკურსი განკუთვნილია II, III, IV და V კურსის სტუდენტებისთვის.

მობილობის პერიოდი: საგაზაფხულო სემესტრი
სასწავლო პროგრამა: მედიცინა
მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი)
კოტა: ერთი სტუდენტი

ფინანსური მხარდაჭერა:

  • სრული დაფინანსება: ყოველთვიური სტიპენდიები და მგზავრობის ხარჯები
  • უფასო სწავლა

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული ფორმის შევსება - https://bit.ly/4eAo4Tl და შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:

  • Europass CV
  • ნიშნების ფურცელი (GPA-სთან ერთად)
  • სამოტივაციო წერილი
  • პასპორტის ასლი
  • სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა

კონკურსის ეტაპები:

  1. დოკუმენტების მიღება: 2024 წლის 18 ნოემბერი - 2024 წლის 25 ნოემბერი
  2. გასაუბრება - 2024 წლის 26 ნოემბერი
  3. ნომინაცია გამომგზავნი დაწესებულების მიერ - BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  4. სტუდენტის საბოლოო შერჩევა პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ - ჟეშუვის უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მეილზე: international.relations@bauinternational.edu.ge

დამატებითი ინფორმაცია: https://www.ur.edu.pl/en/erasmus
https://www.ur.edu.pl/en/courses