ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები- მურმან აბაშიძე და ანი ლაშქარავა 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში, სწავლას გააგრძელებენ რუმინეთში.
საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა სრულად აფინანსებს სტუდენტთა სწავლას პარტნიორ ინსტიტუციაში და უნიკალური შესაძლებლობაა განათლების ინტერნაციონალიზაციის, პროფესიული და კარიერული ზრდის კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში კოოპერირება ინსტიტუციისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ვასილ გოლდის სახელობის დასავლეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და სტუდენტთა მობილობის ორგანიზება არის ორმხრივი ურთიერთობების უმნიშნელოვანესი კომპონენტი.