რეგისტრაცია

„სამედიცინო მომსახურების ხარისხი, პაციენტის უსაფრთხოება და რისკის მართვა“

15, იანვარი 2025

27-28 იანვარს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროფესიონალებს საშუალება ეძლევათ,  გაიარონ საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული ტრენინგი „სამედიცინო მომსახურების ხარისხი, პაციენტის უსაფრთხოება და რისკის მართვა“ სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების თანამედროვე კონცეფციების ცოდნის და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარის გასაუმჯობესებლად.


ტრენინგის პროგრამა საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის საჭიროებათა გათვალისწინებით შეიმუშავა საერთაშორისო ექსპერტმა, JCI-ის აკრედიტაციის სტანდარტების ავტორმა ტომას კოზლოვსკიმ. ტრენინგს ატარებს მის მიერ მომზადებული ტრენერების გუნდი.


განმახორციელებელი: ტრენინგი ხორციელდება პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისათვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით და მსოფლიო ბანკისა და კონკურენციისა და ინოვაციების ფონდის მხარდაჭერით.


ტრენინგის ადგილი: ქ. ბათუმი, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი (ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237)
მონაწილეობის ხარჯებს ფარავს პროექტი.


მგზავრობა და განთავსება: დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფილია მგზავრობა და განთავსება ქ. ბათუმში.
რეგისტრაცია: ტრენინგში მონაწილეობის მსურველები 2025 წლის 21 იანვრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე 🔗 https://docs.google.com/.../19PLPvCF.../viewform...
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება პროექტის გუნდი.
ტრენინგის თემები და დღის წესრიგი 🔗 https://iliauni.edu.ge/uploads/other/86/86453.pdf
დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:


eka.paatashvili@iliauni.edu.ge; ana.chvamania@iliauni.edu.ge; manoni.japaridze@bauinternational.edu.ge
577288890; 555187788; 558824482