რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი ნინო თებიძე დაინიშნა.

30, იანვარი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ასოცირებული პროფესორი ნინო თებიძე დაინიშნა.
 
ნინო თებიძე მრავალწლიანი აკადემიური და კლინიკური გამოცდილებით გამოირჩევა. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს პალიატიურ მედიცინას, სტომატოლოგიას და სამედიცინო განათლებას.
 
მისი ხელმძღვანელობით, ფაკულტეტი მიზანმიმართულად გააგრძელებს ხარისხიანი აკადემიური გარემოს შექმნას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
 
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ ნინოს ახალ პოზიციაზე დანიშვნას და უსურვებს წარმატებას მომავალ საქმიანობაში!