მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები - მარიამ დუმბაძე და გიგა პასჩენკო კლინიკური პრაქტიკის მიზნით ეწვევიან ჩეხეთში ოპერირებად ვესტ ბოჰემიის უნივერსიტეტს. მობილობა განხორციელდება 2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში, მისი მიზანია პროფესიული გამოცდილების მიღება და მედიცინის საერთაშორისო სტანდარტების გაზიარება.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აძლიერებს თანამშრომლობის მიმართულებებს პარტნიორ დაწესებულებებთან, ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია ისეთ მაღალრეიტინგულ ინსტიტუციეებთან კოოპერირება, როგორიც ვესტ ბოჰემიის უნივერსიტეტია.