რეგისტრაცია

ჯანდაცვის დასაქმების ფორუმი

06, მარტი 2025

 

16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პირველად გაიმართება ჯანდაცვის დარგობრივი დასაქმების ფორუმი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაეცნონ დარგის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აიმაღლონ ცნობადობა, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები და მიიღონ კარიერული შემოთავაზებები.

ფორუმში მონაწილე კომპანიები პირისპირ შეხვდებიან დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც შესთავაზებენ ვაკანსიებსა და დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობას. ასევე, მათ საშუალება ექნებათ წარადგინონ და უკეთ გააცნონ თავიანთი ორგანიზაციების ფასეულობები და კორპორაციული კულტურა.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის სფეროს წამყვანი ორგანიზაციები, მათ შორის ქსელური სამედიცინო დაწესებულებები.

ფორუმი ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში.

ღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით.

დრო: 16 მარტი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G106 დარბაზი, გ. წერეთლის N1

სარეგისტრაციო ფორმა ფორუმზე დასწრების მსურველი სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის

სარეგისტრაციო ფორმა ფორუმში მონაწილეობის მსურველი დამსაქმებლებისათვის

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი, 12:00 საათი