ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და Prosperus Books-ის ორგანიზებით უნივერსიტეტში გაიმართა წიგნების გამოფენა.
გამოფენის ფარგლებში სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ მრავალფეროვანი წიგნები, გაცნობოდნენ სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას და საჭიროების შემთხვევაში შეეძინათ მათთვის სასურველი გამოცემები. გამოფენის მიზანი იყო განათლების მხარდაჭერა, სტუდენტებში კითხვის კულტურის პოპულარიზაცია და წიგნთან ურთიერთობის წახალისება.
ბიბლიოთეკა და Prosperus Books მადლობას უხდიან ყველა სტუდენტსა და უნივერსიტეტის წარმომადგენელს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ წიგნისა და ცოდნის პოპულარიზაციას და მალე შემოგთავაზებთ ახალ, საინტერესო ინიციატივებს.