რეგისტრაცია

სამდღიანი მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“.

14, მარტი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით, მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში წარმატებით დასრულდა სამდღიანი მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“.

 

მასტერკლასის ფარგლებში სტუდენტებმა, ახალგაზრდა პროფესიონალებმა და მკვლევრებმა შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე კვლევით მიდგომებზე, მონაცემთა ანალიზზე და AI ტექნოლოგიების გამოყენებაზე ჯანდაცვის სფეროში.

 

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად მხარს უჭერს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში და პროგრესული კვლევითი უნარების გაუმჯობესებას. მსგავსი ინიციატივები აძლიერებს სტუდენტების დასაქმების პერსპექტივებს და ხელს უწყობს ჯანდაცვის სექტორის განვითარებას.