ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაცნობითი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში - ბატონი ადნან ალთაი ალთინორსი ეწვია.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები და მათი განვითარების სხვადასხვა ასპექტი. ასევე, ყურადღება გამახვილდა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს განათლებისა და აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.
მოხარული ვართ, რომ ჩვენი უნივერსიტეტი აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების განვითარებისთვის!