რეგისტრაცია

ბაუ ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი hashtagFMGE 2024-ის მონაცემებით, მეორე ადგილზეა საქართველოში

20, მარტი 2025

მოხარულები ვართ გაცნობებთ, რომ ბაუ ბათუმი საერთაშორისო უნივერსიტეტი hashtagFMGE 2024-ის მონაცემებით, მეორე ადგილზეა საქართველოში!

FMGE (Foreign Medical Graduates Examination) არის საერთაშორისო სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოცდა. იგი ტარდება ინდოეთის ეროვნული სამედიცინო მეცნიერებათა საბჭოს (NBEMS) მიერ და წარმოადგენს სავალდებულო გამოცდას მათთვის, ვინც ინდოეთში სამედიცინო პრაქტიკის გაგრძელებას გეგმავს.

გამოცდის მთავარი მიზანია შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება უცხოეთში მიღებული სამედიცინო განათლება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებს და მისი ჩაბარება აუცილებელი პირობაა სამედიცინო ლიცენზიის მისაღებად და ქვეყანაში ექიმად საქმიანობისთვის.

ბაუს საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანია სამედიცინო განათლების გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, შედეგები კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აქ მიღებული განათლების ხარისხსა და სტუდენტების პროფესიულ მზაობას.