რეგისტრაცია

ღია კარის დღეები

28, მარტი 2025

ძვირფასო აბიტურიენტებო, 5-6 აპრილს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღის ღონისძიებაზე.

ღონისძიების ფარგლებში თქვენ შეძლებთ:
• მიიღოთ სრული ინფორმაცია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტზე
• გაიცნოთ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტები
• გაეცნოთ კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
• მიიღებთ ინფორმაციას გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებზე
• დაესწროთ კლინიკური სიმულაციის დემონსტრაციას
• მოისმინოთ საჯარო ლექცია რეალური სასწავლო პროცესის ატმოსფეროში

ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის მიერ და ავტობუსები გამოვა შემდეგი ადგილებიდან:

👉5 აპრილი (დასავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის):

• ქუთაისი – ავტობუსის გასვლის დრო: 10:00 საათი

• ზუგდიდი – ავტობუსის გასვლის დრო: 10:30 საათი

👉 6 აპრილი (აჭარის რეგიონებისთვის):

• ქობულეთი – ავტობუსის გასვლის დრო: 11:00 საათი

• ბათუმი – ავტობუსის გასვლის დრო: 11:30 საათი

დამატებითი ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნებათ.

👉 ღია კარის დღეების დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ფაილებში:

• იხილეთ 5 აპრილის დღის წესრიგი
• იხილეთ 6 აპრილის დღის წესრიგი

დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია ბმულზე:  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSccoVeO3Dopk7Bgp19-vdZicdNwsm2HK7Ypu2jbBAss9otDKw/viewform?usp=header