რეგისტრაცია

ღია კარის დღეები

07, აპრილი 2025

5-6 აპრილს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ღია კარის დღეზე დასავლეთ საქართველოს ორასამდე აბიტურიენტს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ: გაცვლითი პროგრამები, ჩასარიცხად საჭირო პროცედურები და საერთაშორისო გამოცდილების შესაძლებლობები. დაესწრნენ კლინიკურ სიმულაციებს და ნახეს თუ როგორ ეუფლებიან სტუდენტები პრაქტიკულ უნარებს სასწავლო პროცესის განმავლობაში.
ღია კარის დღის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ საჯარო ლექცია თემაზე – „წარმატებული კომუნიკაციის ხრიკები“.

მადლობას გიხდით ინტერესისთვის, ბაუ ბათუმის კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!