12 აპრილს, 11:00 საათზე, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ორ გამოჩენილ თურქ ექიმს – Prof. Dr. Selçuk Basa-სა და Prof. Dr. Altan Varol-ს
შეხვედრის განმავლობაში პროფესორები დეტალურად განიხილავენ ორთოგნათიული ქირურგიის თანამედროვე მეთოდებსა და სტომატოლოგიური განათლების განვითარების თანამედროვე ტენდენციებს.
პროფესორები წლების განმავლობაში საქმიანობენ როგორც აკადემიურ, ისე კლინიკურ გარემოში და მრავალი საერთაშორისო პროექტისა და სამეცნიერო პლატფორმის აქტიური მონაწილეები არიან. აღსანიშნავია, რომ Prof. Dr. Altan Varol-მა განსაკუთრებული ერთგულება გამოავლინა ჯანდაცვის მიმართ, მან სრულიად უფასოდ ჩაატარა რთული ოპერაცია 16 წლის ქართველი პაციენტისთვის, რომელიც ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა. ეს ჟესტი ნათლად აჩვენებს მის პროფესიულ პასუხისმგებლობასა და ჰუმანურ ღირებულებებს.
შეხვედრა ღიაა ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია სტომატოლოგიისა და ქირურგიის თანამედროვე მიმართულებებით და სურვილი აქვს, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო დონის პროფესიონალებისგან მიიღონ ცოდნა.