ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს III, IV, V და VI კურსის სტუდენტებისთვის, კლინიკური პრაქტიკის გასავლელად იტალიაში — ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ფლორენციის უნივერსიტეტში, რომელიც რენესანსის ეპოქიდანვე ცნობილია მაღალი აკადემიური რეპუტაციით.
მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი თვე
კვოტა: ორი სტუდენტი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
საჭირო დოკუმენტები:
· პასპორტის ასლი
· სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
· Europass ფორმატის CV
· მოტივაციის წერილი
· ნიშნების ფურცელი (Transcript) GPA-ს მითითებით
· პორტფოლიო
კონკურსის ეტაპები:
დოკუმენტების მიღება: 2025 წლის 11 აპრილი – 24 აპრილი
გასაუბრება კომისიასთან: 2025 წლის 25 აპრილი
გამგზავნი ინსტიტუციის — ბათუმის ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ნომინაცია
პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ ფინალური შერჩევა
ბათუმის ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ნომინირებული სტუდენტების ავიაბილეთებისა და საცხოვრებელი ხარჯების დაფინანსებას განსაზღვრული კვოტის ფარგლებში.
უფასო სასწავლო პროგრამა
გაიცემა სერტიფიკატი პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:
international.relations@bauinternational.edu.ge