რეგისტრაცია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი

15, აპრილი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაცნობითი áƒ•იზიტით ეწვია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ტიტე აროშიძე და ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ბაუ ბათუმის ინფრასტრუქტურა, განიხილეს არსებული თანამშრომლობა და განათლების სფეროში ერთობლივი ინიციატივების განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრის შედეგად დაიგეგმა ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიურ კავშირებს.