ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალგაზრდა თაობის აკადემიური მოტივაციის ამაღლების, სკოლებში სასწავლო პროცესის ხელშეწყობისა და მოტივირებული მოსწავლეების წახალისების მიზნით, აცხადებს სასკოლო ოლიმპიადა 2025-ს.
აქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ღონისძიება ჩატარდება უნივერსიტეტის კამპუსში და მოიცავს საგნობრივ ტესტირებას შემდეგ საბუნებისმეტყველო საგნებში:
* ბიოლოგია
* ქიმია
* ფიზიკა
* მათემატიკა
მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცადონ თავიანთი აკადემიური უნარები კონკურენტულ გარემოში, გაიღრმავონ საგნობრივი კომპეტენციები და გაეცნონ თანამედროვე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო სივრცეს.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
* I ადგილი – 1500 ლარი
* II ადგილი – 1200 ლარი
* III ადგილი – 900 ლარი
რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით.
მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია ბმულზე
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
📧 student.affairs@bauinternational.edu.ge