22 აპრილიდან ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის (UEF) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი იუსი კაუჰანენი ეწვევა. აკადემიური მობილობა განხორციელდება Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო და კვლევითი აქტივობები გამოცდილების გაზიარების და მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
საერთაშორისო მობილობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებას.