რეგისტრაცია

გაცნობითი შეხვედრა ბაუ სტამბულის სტომატოლოგიის კლინიკაში

22, აპრილი 2025

18 აპრილს ბაუ სტამბულის სტომატოლოგიის კლინიკაში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ბაუ სტამბულის სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენლები, ბაუ ბათუმის საერთოშორისო უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი თეა მიქელაძე, მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის დეკანი ქალბატონი ლეილა ახვლედიანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის “ბსუ დენტის” დირექტორი ბატონი ფრიდონ ჯაფარიძე და ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრ “როგოს” დირექტორი ბატონი გოდერძი ნაკაშიძე.

 

გაცნობითი შეხვედრის დროს განხილული იქნა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები და ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ბაუ სტამბულის კლინიკაში გაცვლითი შესაძლებლობები.