ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო გამოფენაში - Gulf Education & Training Exhibition (GETEX), რომელიც დუბაიში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დამთვალიერებლებს დეტალურად გააცნეს ბაუ ბათუმში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, აკადემიური პროგრამები, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლო გარემო და უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის ხედვა.
GETEX 2025-ში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზანს - ხელი შეუწყოს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებასა და საგანმანათლებლო გამოცდილების გლობალურ სივრცეში ინტეგრირებულ განვითარებას.