რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს მალაგას უნივერსიტეტის (UMA) ფიზიოთერაპიის დეპარტამენტის პროფესორი, მანუელ გონსალეს სანჩესი ეწვევა.

13, მაისი 2025

27 მაისიდან ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს მალაგას უნივერსიტეტის (UMA) ფიზიოთერაპიის დეპარტამენტის პროფესორი, მანუელ გონსალეს სანჩესი ეწვევა.

 

აკადემიური მობილობა განხორციელდება ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში და გაგრძელდება ერთი კვირის განმავლობაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო და კვლევითი აქტივობები გამოცდილების გაზიარების და მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

 

საერთაშორისო მობილობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარებას.