ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური სტაფის წარმომადგენლები ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამით ეწვივნენ აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტს Erasmus+ მობილობის ფარგლებში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. სტაფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებას.
ბაუ ბათუმი აგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რათა ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის განვითარებას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში სტრატეგიული დაგეგმვარების ფარგლებში.