რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის წარმომადგენლები Erasmus+ მობილობით რუმინეთში ვასილ გოლდის უნივერსიტეტს ეწვივნენ.

28, მაისი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები Erasmus+ საერთაშორისო სტაფ მობილობის ფარგლებში ეწვივნენ რუმინეთში ოპერირებად ვასილ გოლდის სახელობის უნივერსიტეტს.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და ფაკულტეტების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. სტაფის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებას.
 
ბაუ ბათუმი აგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორმხრივი კავშირების გაძლიერებას ევროპის სუბრეგიონების კონტექსტში.