რეგისტრაცია

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, წარმატებით უმასპინძლა პროფესორ მანუელ გონსალეს სანჩესს.

02, ივნისი 2025

26-30 მაისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, წარმატებით უმასპინძლა მალაგის უნივერსიტეტის ფიზიოთერაპიის დეპარტამენტის პროფესორ მანუელ გონსალეს სანჩესს.

 

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა მანუელმა ჩაატარა ინფორმატიული ლექციები სტუდენტებისთვის, სადაც მან ფიზიოთერაპიის სფეროში საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა აუდიტორიას. ასევე გაიმართა შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან, რომლის მთავარი მიზანი იყო მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა და მიმდინარე აკადემიური ინიციატივების შეფასება.

 

ბაუ ბათუმი განაგრძობს ინტეგრაციას სამხრეთ ევროპასთან და მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო მოდელებთან.მიღებული გამოცდილებისა და თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის პროფესორ მანუელ გონსალეს სანჩესს!