14-18 ივნისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარმატებით უმასპინძლა IDEA აკადემიის მიერ ორგანიზებულ 30-ქულიან სასერტიფიკატო კურსს კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სფეროს გამორჩეული სპეციალისტი — ბუბა ჩაჩხიანი.
კურსის განმავლობაში მონაწილეებმა საფუძვლიანად შეისწავლეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ასპექტები და იმუშავეს წამყვან სისტემებთან.
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამაყობს, რომ მასპინძლობს პროფესიული განათლების განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას უთმობს მსგავსი მასშტაბური სასწავლო პროექტების განხორციელებას.
მადლობა IDEA აკადემიას ნდობისთვის და თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!