რეგისტრაცია

კულტურული ფესტივალი

21, ივნისი 2025

24 ივნისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი, რომელიც აერთიანებს ჩვენს მრავალფეროვან სტუდენტურ საზოგადოებას ერთი მიზნისთვის — კულტურათა, ტრადიციებისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობისთვის.

 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა ქვეყნის კუთხეები, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და დაესწრონ ცოცხალ წარმოდგენებს.

 

ფესტივალში მონაწილეობს სტუდენტების დიდი ნაწილი — როგორც ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე მოხალისეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ორგანიზებასა და შემოქმედებით პროცესში.

 

📅 თარიღი: 24 ივნისი, 2025

📍 ადგილმდებარეობა: ბაუ ბათუმის კამპუსი

🔗 მონაწილეობის ფორმა: https://bit.ly/449Rpkx