24 ივნისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა „სასკოლო ოლიმპიადა 2025“-ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
ოლიმპიადა მოიცავდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ოთხ მიმართულებას: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა და მასში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოს სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ოლიმპიადის შედეგად გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:
პირველი ადგილი — გიორგი წინწკალაძე
შ.პ.ს. სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი“
მეორე ადგილი — დავით დიასამიძე
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
მესამე ადგილი — ანრი შვირკოვი
ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლა
ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, მათ პედაგოგებსა და ოჯახის წევრებს აქტიური ჩართულობისა და ოლიმპიადისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის.