რეგისტრაცია

ჰანდენურ თარჰანი კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში ეწვევა სამხრეთ კორეაში მდებარე ინჰას საუნივერსიტეტო კლინიკას

26, ივნისი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ჰანდენურ თარჰანი კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში ეწვევა სამხრეთ კორეაში მდებარე ინჰას საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებად ითვლება.

 

მობილობა განხორციელდება 2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, კლინიკური პრაქტიკის მიმართულება კი შეეხება ზოგად ქირურგიას. სტუდენტი ჩაერთვება კლინიკის პრაქტიკულ საქმიანობაში და შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს თანამედროვე სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული უნარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავებას.

 

აღნიშნული მობილობა ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პარტნიორ კლინიკურ დაწესებულებებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს გააფართოოს საერთაშორისო კავშირები და სტუდენტებს მისცეს წვდომა ხარისხიან განათლებასა და მრავალფეროვან კლინიკურ გამოცდილებაზე, რაც მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიული განვითარებისთვის.