რეგისტრაცია

მრგვალი მაგიდა – პოლიტიკის დიალოგი თემაზე: განათლება და პარტნიორობა ინოვაციური ჯანდაცვისათვის

07, ივლისი 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით, მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა – პოლიტიკის დიალოგი თემაზე: „განათლება და პარტნიორობა ინოვაციური ჯანდაცვისათვის“.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანდაცვისა და განათლების დარგის პროფესიონალები, პოლიტიკის შემქმნელები და დამსაქმებლები. განხილული იყო საგანმანათლებლო პოლიტიკის გამოწვევები, შრომის ბაზრის ტენდენციები და დასაქმების ხელშეწყობის გზები.

მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.