რეგისტრაცია

საერთაშორისო კვლევით პროგრამა

09, ივლისი 2025

11-13 ივნისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჩემინავა მონაწილეობდა საერთაშორისო კვლევით პროგრამაში – Osteology Research Academy on Clinical Translation of Advanced Technologies, რომელსაც მასპინძლობდა სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი - ოსტეოლოგიის ფონდთან პარტნიორობით.
 
პროგრამა სამი დღის განმავლობაში აერთიანებდა მსოფლიოში წამყვან სტომატოლოგ მეცნიერებსა და კლინიცისტებს, რომლებმაც წარადგინეს პრაქტიკულ აქტივობებზე დაფუძნებული ლექციები შემდეგ თემებზე:
 
▪️ 3D ბიობრინტინგი
▪️ რეგენერაციული ქსოვილის ინჟინერია
▪️ მეცნიერული კვლევის კლინიკური თარგმნა
 
საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მუდმივ სწრაფვას ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციისა და თანამედროვე დონის სტომატოლოგიური განათლების ხელშეწყობისკენ!