2025 წლის 12–13 ივლისს, ქალაქ ბათუმში გაიმართება ორდღიანი ინტენსიური ტრენინგ-კონგრესი, რომელიც აერთიანებს კადავერულ დისექციას, ლაივ დემონსტრაციებსა და საერთაშორისო ტრენერების პრაქტიკულ სესიებს. ღონისძიება წარმოადგენს ეფექტურ პლატფორმას კლინიკური და ინექციური უნარების გასაღრმავებლად.
ტრენინგ-კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ:
* დოქტორი ნინო ნიშნიანიძე – საერთაშორისო სპიკერი, ELLURE ტრენერი
* დოქტორი ვასო ფანცულაია – APTOS ტრენერი
* დოქტორი თემურ ზანდარაძე – ანატომისტი, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
* კადავერული სწავლება და უსაფრთხო ანატომიის პრაქტიკული ანალიზი
* ინოვაციური ინექციური ტექნიკების ლაივ დემონსტრაციები
* ტრენერების თეორიული სესიები და გამოცდილების გაზიარება
* საერთაშორისო სერტიფიკატების გაცემის საფუძველზე
ტრენინგი განკუთვნილია:
მედიცინის დარგის პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ თანამედროვე კლინიკური მიდგომების და მაღალი სტანდარტების დაუფლება.
რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაცია:
ტელ: 568 58 08 52
ადგილი: ბათუმი
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.