რეგისტრაცია

ინტენსიური საგანმანათლებლო ტრენინგ-კონგრესი

16, ივლისი 2025

12–13 ივლისს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიმართა Cadaver Congress 2025 - ინტენსიური საგანმანათლებლო ტრენინგ-კონგრესი, რომელიც ექიმ კოსმეტოლოგებს რეალურ ანატომიურ გამოცდილებასა და უსაფრთხო ინექციური ტექნიკის სრულყოფაში დაეხმარა.

ღონისძიება ჩატარდა კადავერ ლაბორატორიაში და მის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლენ თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს: ფილერები, ბოტულინოტოქსინი, APTOS ძაფები, Ellure (თხევადი ძაფები).

კონგრესი აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, პარტნიორ ორგანიზაციასა და ტრენერს აქტიური ჩართულობისა და ღირებული წვლილისთვის!