რეგისტრაცია

კლინიკურ პრაქტიკა სამხრეთ კორეაში

11, აგვისტო 2025

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სტუდენტი ჰანდენურ ტარჰანი ამჟამად სამხრეთ კორეაში, ინჰას საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკურ პრაქტიკას გადის.

პრაქტიკას ხელმძღვანელობს პროფესორი მუნ სეოკ ჩოი, რომლის სპეციალიზაციას წარმოადგენს რობოტული ქირურგია, კუჭ-ნაწლავის ქირურგია და კოლორექტალური დაავადებების მკურნალობა. ჰანდენური აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კლინიკურ პროცედურებსა და ქირურგიულ ოპერაციებში როგორც დამკვირვებლის, ასევე ასისტენტის როლში. ეს შესაძლებლობა საშუალებას აძლევს მას გაიღრმავოს პრაქტიკული უნარები, დაეუფლოს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებს და უკეთ გაეცნოს კორეული ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სტანდარტებს.

ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო გამოცდილებას და უცხოეთში კლინიკურ პრაქტიკას, რაც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოვონ პროფესიული ხედვა და მოემზადონ გლობალური სამედიცინო კარიერისთვის.