ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გლობალური და კონტინენტშორისი კავშირების გაღრმავებას აგრძელებს.
უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელსაც რექტორი ქალბატონი თეა მიქელაძე ხელმძღვანელობდა, ამჯერად სამხრეთ კორეაში – ინჰას უნივერსიტეტსა და მასთან დაკავშირებულ ინჰას საერთაშორისო კლინიკას ესტუმრა. ეს ინსტიტუციები განათლებისა და სამედიცინო ინოვაციების მიმართულებით წამყვან პოზიციებს იკავებენ როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი კვლევითი პროექტები და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ბაუ ბათუმის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების ახალ პერსპექტივას შესთავაზებს.
მსგავსი საერთაშორისო ვიზიტები უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ნაწილია და ქმნის ახალ შესაძლებლობებს პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.